ნიკოლოზ მჭედლიშვილი “ანაკლიის კონსორციუმს”: თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ

“ანაკლიის კონსორციუმმა” დღეს თავი შეგვახსენა და განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არბიტრაჟში დავას იწყებს – უპერსპექტივო დავას, რომელიც განწირულია წაგებისთვის”, – ამის შესახებ ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როცა კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვეტილია, არბიტრაჟში ითხოვენ საქართველოსაგან “მიყენებული ზიანის” ანაზღაურებასა და კომპენსაციას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით.

,,ჯერ იყო და კონსორციუმმა ვერაფრით მოაბა თავი პორტის მშენებლობას თავისი შემადგენლობის არაპროფესიონალიზმისა და ფინანსური სახსრების არარსებობის გამო. შემდეგ მთავრობისაგან მოითხოვეს სახელმწიფო გარანტიები საერთაშორისო ბანკებიდან ფულის მოსაზიდად. ანუ, ხალხის ხარჯზე უნდოდათ თავიანთი კერძო პროექტის დაწყება. ახლა, როცა მათთან კონტრაქტი გაწყვეტილია, არბიტრაჟში ითხოვენ საქართველოსაგან “მიყენებული ზიანის” ანაზღაურებასა და კომპენსაციას ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით. მეგობრებო, გირჩევთ, კარგი იურისტები დაიქირაოთ. თუ ეს ის მილიარდია, რომელიც თქვენ ჩადეთ უკვე პროექტში და მთავრობამ არ გაცალათ მუშაობა, მაშინ ამ თანხად ორი-სამი პორტი უნდა აგემუშავებინათ. თუ ეს მილიარდი პროენციურად მისაღები მოგება იყო, მაშინ საერთაშორისო ბანკები რატომ გთხოვდნენ სახელმწიფო გარანტიებს ტვირთების ნაკადების დასაზღვევად. მოკლეთ, აქაც გაიხლართებით. უფრო სწორედ, უკვე გაიხლართეთ. თქვენ ისევე მოიგებთ ამ დავას, როგორც პორტი ააშენეთ”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები