„მეტრონომი“ – წარმოდგენა სახურავიდან
31 ივლისს, 22 საათზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ფეისბუქგვერდზე, პირდაპირ ეთერში წარმოდგენა „მეტრონომი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს იქნება წარმოდგენა – მულტიფუნქციური კულტურული ცენტრის – „ფაბრიკის“ სახურავიდან.
ქორეოგრაფი – მარიამ ალექსიძე;
მუსიკა – ნატალია ბერიძე და ნიკა მაჩაიძე.
მონაწილეობს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“:
მარიამ დარჩია, ნატალია კუკულაძე, მარიამ ქოიავა, ერეკლე ჟღენტი, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი, მარტინ ხლუმსკი.
„მეტრონომის“ პირდაპირი ეთერით ჩვენების პარტნიორია მულტიფუნქციური კულტურული ცენტრი – „ფაბრიკა“.