თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ცნობილი ქართველი მეცნიერის, ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახმა მისი პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა  გადასცა.

პირადი ბიბლიოთეკა, 2000-ზე მეტ საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის და ქართული და უცხოური სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების ლიტერატურისგან შედგება. მეცნიერის არქივში  ათობით დოკუმენტი, ფოტოები და სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილებია დაცული, მათ შორის – მისი პასპორტი და ანდერძი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები