კელი დეგნანი: მოხარულნი ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით

“ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი რეფორმის ხილვით”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ზედმიწევნით განხორციელება.

„მართალია, კანონი არ შეიცავდა იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ და სხვა საერთაშორისო ექსპერტები ვურჩევდით, გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო შეტანილი. ახლა მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ზედმიწევნით განხორციელება მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში, მომავალ არჩევნებამდე, რათა ამომრჩევლებს ჰქონდეთ პირობები, გააკეთონ არჩევანი დაშინების გარეშე, თავისუფლად და სამართლიანად, რომ დარწმუნებულები იყვნენ არჩევნების შედეგებში“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები