ირმა ჭკადუა: ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით შუა ქუჩაზე ისროდნენ და თვითმხილველის მეტი რა იქნებოდა

“ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომობილს   შუა ქუჩაზე ესროდნენ და თვითმხილველის მეტი რა იქნებოდა”, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

კითხვაზე – აქვს თუ არა რაიმე ეჭვი ლერი სულაბერიძეს მომხდართან დაკავშირებით – ადვოკატი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

“ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ, მანქანა ახსოვს და უთხრა კიდეც გამოძიებას. შუა ქუჩაზე ხდებოდა და თვითმხილველის მეტი რა იქნებოდა”, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომობილის მისამართით სროლა გუშინ, გვიან ღამით განხორციელდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები