29 ივლისი ვახტანგ ჯავახაძის დაბადების დღეა

1932 წლის 29 ივლისს, ქუთაისში პოეტი ვახტანგ ჯავახაძე დაიბადა.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა „სახელგამში“ მხატვრული ლიტერატური რედაქციის რედაქტორად. 1980 წლიდან კი გამომცემლობა „საქართველოს“ მთავარი რედაქტორია.

ლექსების წერა მეშვიდე კლასიდან დაიწყო.
გამოქვეყნებული აქვს წიგნები: „საყვარელი ქარები“ (1959), „ნაწვიმარი ქუჩები“ (1962), „ათასი მზე“ (1968), „მეშვიდე“ (1974), „წეროების სამკუთხედი“ (1978), „შედარება“ (1980), „და ასე შემდეგ“ (1983), „მომიკითხე ზღვა“ (1988), „მე შენ გეტყვი“ (1989), „2002 სტრიქონი“ (2002), „100 ლექსი“ (2008), ჩანაწერების წიგნი – „ლექსიდან ლექსამდე“ (2010), „ვახტანგური“ (2012), „უცნობი“ (1988, 2002, 2007, 2013), „ელეგია“ (2017)…

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველისა და გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია – „გალა“ (2008) ნომინაციაში „წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი“, წიგნისათვის „უცნობი“;
ლიტერატურული პრემია „საბა“ – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ (2011).
წიგნისთვის „ელეგია“ 2017 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემიები – „ლიტერა“ და „საბა“ (ნომინაცია -„წლის საუკეთესო პოეტური კრებული“).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები