„ორი ანტიგონე – სოფოკლე და ჟან ანუი“ – ონლაინლექციები დათოსთვის

30 ივლისს, 21:00 საათზე, აზროვნების აკადემიის ფეისბუგვერდზე დაიწყება ლევან გიგინეიშვილის ონლაინლექცია  – „ორი ანტიგონე, სოფოკლე და ჟან ანუი“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექცია იმართება ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში.

23 მაისის ღამით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მალევე, ველოსიპედით მიმავალ დავითს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. დათოს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია კისრის მალებზე, დაზიანებული აქვს: ზურგის ტვინი, ფილტვი, გატეხილი აქვს ნეკნები, აქვს მრავლობითი მოტეხილობები.
მას ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობა სჭირდება, რისთვისაც მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და, შესაბამისად, თანხებია საჭირო.

„ჩვენს ლექტორებთან ერთად ვიწყებთ საქველმოქმედო კამპანიას დავით ანდღულაძის დასახმარებლად. აზროვნების აკადემიის ფეისბუქ გვერდზე „Live“ ფორმატში შემოგთავაზებთ ჩვენი ლექტორების ლექციებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე. ლექციები განთავსდება უფასოდ, თუმცა კონკრეტული, დიდი და კეთილი მიზნით, ამიტომ, გთხოვთ, ჩაერთოთ კამპანიაში და დავეხმაროთ, ვისაც რითი შეგვიძლია“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

#GE67TB7019045069600001
მიმღები : კონსტანტინე ანდღულაძე

#GE04BG0000000125920900
მიმღები: სოფიო ანდღულაძე

დანიშულება: „დათოსთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები