თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და მათ სერტიფიკატები გადასცა.

როგორც “კვირას” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროფესიული მომზადების პროგრამების კურსი 27-მა ბენეფიციარმა წარმატებით დაასრულა. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიებით ადრეულ ასაკში დაინტერესდნენ. ძირითადი შემადგენლობა IT სფეროში დასაქმებული პირები იყვნენ, რომლებმაც კურსი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული წინსვლის მიზნით გაიარეს.

“აღსანიშნავია, რომ კურსზე ბენეფიციარებმა პროფესიული მომზადების 3 პროგრამა დაასრულეს: სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება (Java); ვებგვერდის ინტერფეისის მოდელირება (Mark Up); Javascript დეველოპერი.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბენეფიციარებმა მოკლევადიანი მომზადებისა და გადამზადების კურსი დაასრულეს IT მიმართულებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატები მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროფესიები დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვანდია.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია სამომავლოდ არაერთი პროგრამის დანერგვას გეგმავს”, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები