დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოა:

სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას. 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაკადულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ანდრონიკაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, ქერჩის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძისა და გრაფ შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას. 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, მიქატაძის და საბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირის, მნათობის, თევდორე მღვდლის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციისა და ფოცხვერაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, სანაპიროს, ათონელის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ფურცელაძის, ვეკუას, ვაჩნაძის, ფხოვის, პუშკინის, ხაზინის, გალაკტიონ ტაბიძის, აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, აბო-თბილელის, ჯიბლაძის, ჩიხრაძის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, კოტე აფხაზის, საიათნოვასა და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, მიქელაძის, ახმეტელისა და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, სახალხოს, ხევის, ჩარხის, მანავისა და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთისა და საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის IV მიკრორაიონისა და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები