ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე -პრეზიდენტის ავტომობილის მისამართით სროლა განხორციელდა
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე -პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისი ავტომობილის მისამართით სროლა, სავარაუდოდ, მანქანიდან განხორციელდა, თუმცა ინფორმაცია არ აქვს, ვინ ისროლა.
როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს.
“ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე სავარაუდოდ,მანქანიდან ისროდნენ”, – განაცხადა სულაბერიძემ.
ლერი სულაბერიძე ვაკის რაიონის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
ცნობისთვის, წყნეთის გზაზე ავტომობილის მისამართით ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი ლერი სულაბერიძეს ეკუთვნოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.