,,საქართველოს ბანკი” „წიგნების თაროსთან“ მჭიდრო პარტნიორობას განაგრძობს
,,საქართველოს ბანკი”, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით, თელავში, ახალგაზრდებში ცოდნის და განათლების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია გაიმართა.
საოცარი ახალი სამყარო – ასეთია შემეცნებითი ღონისძიების სახელი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს. ღონისძიებას „ჰოლიდეი ინნ თელავმა“ უმასპინძლა.
კონფერენცია საკმაოდ დატვირთული იყო. ის “წიგნების თაროს” თამაშით გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მოხსენებით “სტუდენტები ფიქრობენ” წარსდგნენ.
კონფერენციაზე პაპუნა ტოლიაშვილის მასტერკლასი – „რა იწვევს ორგანიზაციულ კრიზისს და როგორ ხდება ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანა“, ასევე ლევან გიგინეიშვილის მასტერკლასი – „ფილოსოფიის ვნება“ ჩატარდა. ღონისძიება გელა ბაბლუანთან შეხვედრით დასრულდა.
“საქართველოს ბანკისთვის” განათლების მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ “წიგნების თაროსთან” პარტნიორობით მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი შეგვეწყო ახალგაზრდებისთვის მსგავსი საინტერესო ღონისძiების ორგანიზებაში და ასევე, კიდევ ერთხელ ჩვენი წვლილიშეგვეტანა მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში.” – აცხადებენ ,,საქართველოს ბანკში”.
ინფორმაციისთვის, “წიგნების თაროსა“ და ,,საქართველოს ბანკის” პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მესამე ერთობლივი ღონისძებაა. პანდემიის პირობებში არაფორმალური განათლების ონლაინსკოლა შეიქმნა. „ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის“ – ასეთია “წიგნების თაროს სკოლის“ სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. 20 ივლისიდან კი პატარებისთვის საზაფხულო ონლაინკურსი დაიწყო, რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს.
R