ბათუმის სავიზიტო ბარათს – „რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ბათუმის სავიზიტო ბარათს – „რვაფეხას“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ აღდგა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა.
„კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა.
ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით, მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.
კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.