არჩილ ბერიანიძე: სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების შესახებ, მიუღებელია.
„ჩვენ შუამდგომლობა გვქონდა, რომ გაუქმებულიყო აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა, ასევე, დავაყენეთ მოთხოვნა ალტერნატივის სახით, რომ შეფარდებოდათ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არცერთი მოთხოვნა და ძალაში დატოვა პატიმრობა. რა თქმა უნდა, აღნიშნული ჩვენთვის არის გაუმართლებელი. არ არსებობს საქმეში ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, ანუ ინფორმაციისა და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ბრალად წარდგენილ ქმედებას დაადასტურებდა. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.