მირიან ნიკოლაძე: დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას ხელი არ შეეშალოს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას ხელი არ შეეშალოს.

“დაზარალებულ ოჯახს გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ აღკვეთი ღონისძიებები, რომელიც დღეს აქვთ შეფარდებული, ძალაში დარჩება, ვინაიდან ამისთვის არსებობს, როგორც პროცესუალური, ისე – ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს პატიმრობაში, რათა ძიებას არ შეეშალოს ხელი, არ მიიმალონ. მოლოდინი მაქვს იმის, რომ თუ ვინმეს დაუმძიმდება ბრალი, ეს იქნება “ტოიოტა ქამრის” მგზავრები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას იღებდნენ როგორც ფიზიკურ ძალადობაში, ისე – გიორგის განზრახ მკვლელობაში”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები