თალაკვაძე: რეიტინგი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დასაწყისში გვაქვს, სამართლიანია

“რეიტინგი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დასაწყისში გვაქვს, სამართლიანია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ქრონიკა“. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის კამპანიის დასაწყისი და მმართველი გუნდი ამ რეიტინგს გაზრდის.

„შეიძლება, ადამიანებს დაავიწყდეთ რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ „სტარტ აპებს“ აფინანსებს, მაგრამ როდესაც 7 მილიონი სამედიცინო შემთხვევა არის დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ეს შეუძლებელია, რომ ადამიანებს დაავიწყდეთ იმიტომ, რომ ყოველდღიურად იღებენ ამ მხარდაჭერას. იგივე არის ეკონომიკის სექტორში, როდესაც ათასობით ბიზნეს სუბიექტი მხარდაჭერას იღებს სახელმწიფოსგან, იქნება ეს აგრო დიზელი, სოფლის მეურნეობის ტექნიკა თუ გრანტები სასტუმროს ასაშენებლად. ასევე – შეღავათიანი სესხები. შეუძლებელია ამის დავიწყება მხოლოდ იმიტომ, რომ ამის წაშლა ოპოზიციურ ტელევიზიას მოუნდა.

ზუსტად ამიტომ ვთვლი, რომ რეიტინგი, რომელიც კამპანიის დასაწყისი გვაქვს, არის სამართლიანი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავზრდით ამ რეიტინგს და ვეცდებით, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები