საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა დესტრუქციული ნაბიჯია.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობაში არ განიხილება.
„ვახტანგ გომელაური არის ძლიერი, პროფესიონალი მინისტრი და როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან ეფექტური საქმიანობა, როდესაც ქვეყანას, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები დესტრუქციულია. ვფიქრობ, ეს საკითხი საფუძველს მოკლებულია და არც კი განიხილება. რაც განიხილება, ეს არის, რომ მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს შსს-ს რეფორები“, – განაცხადა თალაკვაძემ.