ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები განახლდება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ე.წ.სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის 30 ივლისში განახლდება.
ამის შესახებ “ტასს”-თან საუბარში დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტკოფლიქტური საკითხების დარეგულირების ე.წ.წარმომადგენელმა, მურათ ჯიოევმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია.
ერგნეთში ინციდენტების პერევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის შეხვედრები 2019 წელს შეწყდა.