ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: გასაღები იყო შიგნით და მანქანის კარები იყო ჩაკეტილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველი ამ წუთებში, რუსთავის პოლიციაში 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის მასალების გასაცნობად იმყოფება.
ადვოკატი საქმის შესახებ დეტალურად არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ ცხედარი ჩაკეტილ მანქანაში იპოვეს.
“ჩაკეტილი იყო კარები, დანარჩენი როგორ გითხრათ. გასაღები იყო შიგნით და კარები იყო ჩაკეტილი დანარჩენს ვერაფერს ვერ გეტყვით”,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.