გია ვოლსკი: თემურ აბაზოვის მიმართ შეთავაზება არ ყოფილა, არც პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი განხილულა
„მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა მმართველი გუნდის პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„თემურ აბაზოვის მიმართ არც შეთავაზება ყოფილა და არც განხილული ყოფილა პროპორციულ საარჩევნო სიაში მისი შეყვანის საკითხი. ეს საკითხი არ განხილულა და არც შესაძლებელია, განხილული იყოს. გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო და მისი რეკომენდაციები განიხილება საარჩევნო შტაბში. არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.