შსს-თან აქციაზე სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

შს სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას სახელწოდებით – “ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული” მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით ისინი ბოლო პერიოდში მომხდარ გახმაურებულ საქმეებს ეხმაურებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები