მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე: მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს, არავის არაფერი აღარ შერჩება

მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს. არავის არაფერი აღარ შერჩება – განაცახადა გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, იმ ტეროტორიაზე, სადაც გოგონას ცხედარი და მანქანა იპოვეს ყველაფერი, რაც კი საგამოძიებო ქმედებისთვის იყო საჭირო განხორციელდა.

“ისე გავაკეთებ, რომ არავინ არ დარჩეს დაუსჯელი, ყველა დაისჯება ისე, რომ არავის არ ჰქონდეს განცდა იმის რომ დაუსჯელობის სინდრომი იარსებოს საქართველოში და ყველას შერჩეს. არავის არაფერი არ შერჩება.

მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს და ვინც ამ უსამართლობის დამკანონებელია საქართველოში. არავის არაფერი აღარ შერჩება.

აუცილებლად მოხდება ისეთი ქმედებების განხორციელება, რომ დაუყოვნებლივ ოპერატიულ რეჟიმში გამოძიებამ იმოქმედოს, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც კი საგამოძიებო ქმედებისთვის იყო საჭირო ყველაფერი განხორციელდა ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. ყველაფერი, რაც მე მაინტერესებდა, რა ქმედებებიც უნდა განხორციელებულიყო ყველაფერი განახორციელა საგამოძიებო ორგანომ”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები