ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 219 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 2 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 281 413 შემთხვევაა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სიმა სადათ ლარის ინფორმაციით, ვირუსს ერთ დღეში 219 პირი ემსხვერპლა, ჯამურად, 14 853 ლეტალური შემთხვევაა.
მისივე ინფორმაციით, ვირუსის დამარცხება 244 840-მა პაციენტმა შეძლო.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პანდემიას დაწყებიდან ქვეყანაში 138 ექიმი ემსხვერპლა.
აღინიშნება, რომ 138 გარდაცვლილთაგან 60% იყო ექიმი, 21% მედდა, ასევე, 19% მომსახურე პერსონალი.