გიორგი ერბოწონაშვილი ფერმერებს შეხვდა და “აგრობარათების” პროექტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი სოფელ ვერხვიანში, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, “ლიბერთი ბანკის” მიერ “აგრობარათების” გაცემის პროცესს დაესწრო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მერმა ადგილზე მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა და შეკრებილ ადგილობრივებს პროგრამის დადებით მხარეებზე ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს 200 000 ფერმერი მთელი ქვეყნის მასშტაბით “აგრობარათის” მიღებასა და ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებს.
აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყო და 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აქვს.