ბრიტანელი ექსპერტები: COVID-19 ჩვენთან სამუდამოდ დარჩება

ბრიტანელი ექსპერტები აცხადებენ, რომ COVID-19 მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ჩვენთან დარჩება – “მსოფლიო ახალ რეალობასთან თანაცხოვრებას უნდა შეეგუოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა ოდესმე გამოჩნდა, ისიც კი ვერ შეძლებს მის საბოლოო განადგურებას”.

ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ბრიტანეთის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში გამოსვლის დროს Wellcome Trust-ის ფონდის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯერემი ფარარმა განაცხადა, არ არსებობს იმის იმედი, რომ შობისთვის ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

“თუ მივცემთ საკუთარ თავს ფიქრის ფუფუნებას, რომ ყველაფერი ჩავლილია, ეჭვს არ იწვევს, რომ მეორე ტალღას მივიღებთ და მარტივად აღმოვჩნდებით იმავე მდგომარეობაში”, – აღნიშნა პროფესორმა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ ბელის თქმით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსი ოდესმე განადგურდეს მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტიდან პოზიტიური სიახლეები მოდის, რომ ვაქცინის კლინიკურმა ცდამ იმუნური პასუხი მიიღო.

“მკაცრი რეალობა მდგომარეობას იმაში, რომ ვირუსი ჩვენთან სამუდამოდ დარჩება და არსად წავა. ვაქცინა, მაღალი ალბათობით, ხანგრძლივი ეფექტის მქონე ვერ იქნება, ამიტომ მუდმივი ციკლი გვექნება: ვაქცინაცია, შემდგომ ისევ ინფექცია, ისევ ვაქცინაცია და ისევ ინფექცია”, – განაცხადა ბელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები