ალასკაზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული

აშშ-ში, ალასკას შტატში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 6:12 საათზე 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, ABC7-ის ინფორმაციით, გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები