ნენსი პელოსიმ COVID-19-ს “ტრამპის ვირუსი” უწოდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა “კოვიდ-19”-ს “ტრამპის ვირუსი” უწოდა.

​CNN-თან საუბარში პელოსიმ ტრამპის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვით, “ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესებამდე კიდევ გაუარესდება”. გარდა ამისა, ტრამპმა გუშინ მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა.

“ვფიქრობ, პრეზიდენტის კომენტარი მიუთითებს იმაზე, რომ მან დაშვებული შეცდომები აღიარა. აღიარა, რომ ეს ტყუილი არ არის, ეს პანდემიაა, რომელიც უკვე გახდა უარესი, ვიდრე უკეთესი გახდება, მისი უმოქმედობის გამო. ფაქტობრივად, ეს ტრამპის ვირუსია. მას რამდენიმე თვის წინ რომ ეთქვა: მოდით, ვატაროთ ნიღბები, დავიცვათ სოციალური დისტანცია, მეტი ადამიანი მიბაძავდა მის მაგალითს. ამის მაგივრად, ის ცუდ მაგალითს აჩვენებდა”, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

ტრამპი პანდემიის დაწყებიდან “კოვიდ-19”-ს “კუნგ-ფლუსა” და “ჩინურ გრიპს” უწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები