Ryanair-ი გერმანიაში ბაზების დახურვას გეგმავს

ავიაკომპანია Ryanair-ი ფრანკფურტ-ხანში, ასევე, ბერლინ-ტელეგილისა და დიუსელდორფის აეროპორტებში ბაზების დახურვას გეგმავს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დახურვა ზაფხულის სეზონის ბოლოს იგეგმება.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ ავიაკომპანიის პილოტებმა ხელფასების შემცირებაზე უარი განაცხადეს.

Ryanair-ში ამბობენ, რომ თანამშრომლებს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე ხელფასების შემცირება შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღო.

“ეკონომიიის უზრუნველსაყოფად უნდა გადავიდეთ ალტერნატიულ ზომებზე, რაც ბაზების დახურვასა და სამსახურებიდან გათავისუფლებას ნიშნავს”, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები