კომპანია “ინოვატორი” “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომელსაც საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერით (19.07.2020) გასულ გადაცემა “ახალი კვირას” სიუჟეტში ჰქონდა ადგილი”, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ინოვატორი” ავრცელებს.

“საჭიროდ მივიჩნევთ,  საჯაროდ აღვნიშნოთ, რომ მაუწყებლის მხრიდან აღნიშნული სიუჟეტი წარმოადგენს:

1. უპრეცედენტო თავდასხმას ბიზნესზე;

2. კომპანია “ინოვატორისა” და შესყიდვების დავების საბჭოს რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის მცდელობას;

3. მიმდინარე დავის პროცესში მსგავსი სიუჟეტით შესყიდვების დავების საბჭოს წევრებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობას;

4. ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას;

5. ფაქტების განზრახ არასწორ ინტერპრეტაციასა და სუბიექტურად, აგრესიულად გაშუქებას;

6. საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერის არამიზნობრივ (მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა) გამოყენებას;

7. საკუთარი ნაბიჯების გამართლების მცდელობა, რაც გამოწვეულია სუბიექტურად/არასწორად გამოცხადებული ტენდერების არაერთხელ ჩავარდნით;

მიუხედავად ამისა, კომპანია ურყევად რჩება თავის პოზიციაზე და სამართლებრივი დავის დასრულებამდე თავს იკავებს სიუჟეტში გაშუქებულ საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალების გახმაურებისაგან.

გვსურს, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, ეს კომპანია შეიქმნა, რომ ჯანსაღ, სამართლიან, მიუკერძოებელ კონკურსში გამარჯვების გზით გადააიარაღოს სხვადასხვა მაუწყებელი, მათ შორის, საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებელიც.“

კომპანია “ინოვატორი” ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გამოიყენებს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ/განსაზღვრულ უფლებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები