ლონდონის თაუერს სარიტუალო დაცვა აღარ ეყოლება – პირველად 500 წლის განმავლობაში
ლონდონის თაუერს სარიტუალო დაცვას სამსახურიდან, 500 წლის განმავლობაში პირველად, ათავისუფლებენ.
ამის შესახებ გაზეთი Evening Standard-ი წერს.
აღინიშნება, რომ თაუერის მმართველ ორგანიზაციას Historic Royal Palaces ოთხთვიანმა კარანტინმა ფინანსური დარტყმა მიაყენა.
როგორც კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ჯონ ბარნსმა განაცხადა, ფულის არარსებობის პირობებში, მათ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ.
სარიტუალო დაცვა 37 ადამიანისგან შედგება.
ლონდონის თაუერის სარიტუალო დაცვის შემცირება უკანსკნელად 1485 წელს, გენრიჰ VII მმართველობის დროს მოხდა.
თაუერი ვიზიტორებისთვის 10 ივლისს გაიხსნა, თუმცა, საკარანტინე ზომების გამო, მათი რაოდენობა მხოლოდ ათასს აღწევს მაშინ, როდესაც ეს რიცხვი დღეში რამდენიმე ათასს შეადგენდა.