გია ვოლსკი: კახა ოქრიაშვილს გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატობის ჩვენი კანდიდატი აჯობებს
“კახა ოქრიაშვილს ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკას საარჩევნო ოლქში გარკვეული შანსები აქვს, მაგრამ მას „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი აჯობებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.
„კახა ოქრიაშვილის, როგორც პიროვნების მიმართ არანაირი პრეტენზია არსებობს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი იმ გუნდს დაშორდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ენერგია და რესურსი დახარჯა იმისთვის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსისთვის მიეღწია და სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტიისთვის კიდევ ერთი საფუძველი შექმნილიყო. ამ ნაწილში მას აქვს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. ლოგიკური იქნება, რომ ერთმანეთს ამ პოზიციებით დავცილდეთ, მასაც აქვს გარკვეული შანსები, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი აჯობებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.