კიევში სავაჭრო ცენტრიდან და სააპელაციო სასამართლოდან ხალხის ევაკუაცია მოხდა

კიევში გამნაღმელები სავაჭრო ცენტრისა და სააპელაციო სასამართლოს შენობებს ამოწმებენ.

მანამდე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციაში შენობების დანაღმის შესახებ შევიდა შეტყობინება.

დღეს ასევე პოლიციაში შევიდა შეტყობინება მეტროსადგურ “მინსკაია”-სთან ორი ჯიხურის დანაღმვის შესახებ.

ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს და მისი გაუვნებელყოფა შეძლეს.

​დღეს, ასევე, უკრაინის ქალაქ ლუცკში მამაკაცმა ავტობუსი და მასში მყოფი 20-მდე პირი გაიტაცა. მძევლები ამ დრომდე გათავისუფლებულები არ არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები