კიევში, მეტროსადგურ “მინსკაია”-თან ორი თვითნაკეთი მოწყობილობის გაუვნებელყოფა მოხდა.
როგორც მედიას ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განუცხადა, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე პოლიციაში შევიდა შეტყობინება ორი ჯიხურის დანაღმვის შესახებ.
ადგილზე მისულმა გამნაღმველებმა მოწყობილობების ამოღება და დროულად განადგურება შეძლეს.
დაწყებულია გამოძიება.