საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ სამი ადამიანი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 903-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 534 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები