ზვიად შალამბერიძის ხელმძღვანლობით ჩატარებულ საკონსულტაციო საბჭოზე 59 პროექტი მოიწონეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხელმძღვანელობდა, პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილეები – ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე, იმერეთის რეგიონის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტების მიერ 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

საკონსულტაციო საბჭოზე მონაწილეებმა წარმოდგენილი 59 პროექტი მოიწონეს, რომელთა საერთო ღირებულება 26 444 387 ლარს შეადგენს. პროექტები ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში გზების რეაბილიტაციას, წყლის სისტემების გაუმჯობესებას, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას, ასევე, ხიდის შეკეთებას.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის სტატისტიკასაც გაეცნო. ამ ეტაპზე განსახორციელებელი პროექტების ნახევარზე მეტი დასრულებულია, სამუშაოები ვადების დაცვით, შეუფერხებლად ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები