სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე დააკავეს

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები