დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციის თანამშრომლები სახელფასო დანამატებს მიიღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციების 570-ზე მეტი თანამშრომელი (რეინჯერები, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტები და ა.შ.) სახელფასო დანამატს, ჯამურად, 361 273 ლარს მიიღებს.

კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე – სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში.

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი – 1912 წელს შეიქმნა. დღეისთვის, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 490,04 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 8.62 %-ს შეადგენს. დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქცია ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები