გიორგი გახარია: დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, დარწმუნებული ვარ ამ კამპანიაში გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება

“ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მოგესალმებით ყველას, მივესალმები „ქართული ოცნების” დამფუძნებელს. მივესალმები „ქართული ოცნების” რიგით წევრებს და, რაც მთავარია, მივესალმები „ქართული ოცნების” მხარდამჭერებს.

დღეს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვადგენთ მაჟორიტარების კანდიდატებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ კამპანიაში გამარჯვებით და ეს გამარჯვება იქნება ქვეყნის წარმატება. ქვეყნის წარმატება იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად და გვაქვს კონკრეტული გეგმა.

მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და, რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების”, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები