არჩილ თალაკვაძე: საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები

“რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა”, – მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები