ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას აგებს – ბაიდენის მხარდაჭერა დღითიდღე იზრდება

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მნიშვნელოვნად უსწრებს.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, რომელიც კუიპიაკის ინსტიტუტმა ჩაატარა, ჯო ბაიდენს ხმას გამოკითხულთა 52% მისცემს, ხოლო დონალდ ტრამპს 37%.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვით ადრე მონაცემი გაცილებით განსხვავებული იყო, ბაიდენის სასარგებლოდ 49% დაფიქსირდა, ტრამპის კი – 41%.

ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ პირველად გამოთქვა უკმაყოფილება ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რაც მისი მთავარი “იარაღია” მეორე ვადით არჩევის კამპანიაში.

ირკვევა, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით ამჟამად კმაყოფილია ამერიკელების მხოლოდ 44%, უკმაყოფილო კი 53% მაშინ, როდესაც ივნისში იყო პირიქით, 52% – 45%-ის წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, ტრამპის საარჩევნო შტაბში ერთგვარი განგაშის ნიშნები შეამჩნიეს და რამდენიმე დღის წინ საარჩევნო შტაბის უფრო შეცვალეს. ბრედ პასკალი, რომელიც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური პროპაგანდის სპეციალისტია შეცვალა ბილ სტეპიენმა, რომელსაც “საველე მუშაობის” უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები