საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1039 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი ადამიანი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 900-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები