სოფელ რუისთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ცენტრალური ავტობანზე, სოფელ რუისთან ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ” რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.

როგორ ,,რეგიონულ კვირას ” შსს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები