ახალგაზრდობის სააგენტო „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს

ახალგაზრდობის სააგენტო სამწლიანი რეფორმის ერთერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონულ ტურნეს ახორციელებს.

ტურნეს ფარგლებში, სააგენტო გორის მუნიციპალიტეტს ეწვია. ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მიმართულების კოორდინატორებთან ერთად, მხარის რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს, მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე თავზარაშვილს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანა ლაფაჩსა და მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო რეფორმის აღნიშული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებითაა განსახორციელებელი, მათ შორის, მუნიციპალიტეტში უკვე არსებული ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის რევიზიასთან დაკავშირებული საკითხები.

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ განვითარება გულისხმობს, რომ 64–ვე მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, უნდა შეიქმნას ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ასევე, ადგილზე მომზადდეს შესაბამისი ადამიანური რესურსი.

ამ მიმართულებით ახალგაზრდობის სააგენტომ საპილოტე მუნიციპალიტეტებთან თანამშროლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისქ და ახალი, თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები