ყარაჯალაში ინფიცირებული 10 თვის ბავშვის კონტაქტებიდან “კოვიდ 19” არცერთს დაუდასტურდა

სოფელ ყარაჯალაში ინფიცირებული ბავშვის კონტაქტებიდან “კოვიდ 19” არცერთს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

“ბოლო 24 საათში ლუგარის ცენტრში აღებული და გაგზავნილი იქნა 238 ნიმუში. 201 ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია. მათ შორის, ყარაჯლის დადასტურებული შემთხვევის 10 კონტაქტის ტესტირების შედეგიც უარყოფითია. დღეს კვლავ გრძელდება ნიმუშების აღება კონტაქტირებული პირებიდან, რომლებიც გაიგზავნება ლუგარში და შედეგები ხვალ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთში 3 საკარანტინე სივრცეში 111 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 56 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები