მამუკა მდინარაძე: დიდი ალბათობით, მაჟორიტარი არ ვიქნები

“უფრო შტაბის საქმიანობაზე ვიქნები გადართული, დიდი ალბათობით, არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ვიქნები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებია ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება, სხვანაირადაც მოხდეს, რადგან პოლიტსაბჭოში საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ გამართულა.

“მაღალი ალბათობით, მე მაჟორიტარი არ ვიქნები. ბოლო დღეებია, ამ გადაწყვეტილებამდე და შეიძლება, სხვანაირადაც მოხდეს, რადგან პოლიტსაბჭოში საბოლოო კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით არ გამართულა , მაგრამ მაჟორიტარი, დიდი ალბათობით, არ ვიქნები და მე უფრო გადართული ვიქნები შტაბის საქმიანობაზე და უფრო აქ მექნება ჩემი ენერგიის დახარჯვის საშუალება”, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები