გიორგი ცუცქირიძე: გვახსოვს, რა ამბავი იყო ატეხილი დენდროლოგიური პარკის ორგვლივ, განსაკუთრებით – საქართველოს კუთხეებიდან მრავალწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით
„გვახსოვს, თუ რა ამბავი იყო ატეხილი შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის ორგვლივ, განსაკუთრებით – საქართველოს კუთხეებიდან მრავალწლოვანი ხეების გადარგვასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან აფილირებულმა ქართულმა ოპოზიციამ, როგორც მას სჩვევია, ეს მართლა უნიკალური და ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, სიცრუისა და უტიფრობის ნარატივში, ლამის ეკოლოგიურ კატასტროფადაც კი მონათლა.
„სწორედ ეს არის წლების მანძილზე მათ მიერ წარმოებული ბიოპოლიტიკა, ანუ ადამიანებზე სიცრუითა და ნეგატივით მანიპულირება ბიოინსტიქტების პროვოცირებით, რაც, ძირითადად, გათვლილია მერყევ ადამიანებზე და ხელისუფლების მაქსიმალურად გაშავებითა და დემონიზაციით, ოპოფლანგის მხარდამჭერი მედიის ტოტალური სიყალბისა და პროპაგანდირების მანქანის გამოყენებითა და ტვინების გამორეცხვით ხორციელდება. სწორედ ეს არის იგივე ახალი ფაშიზმი, გნებავთ – ნეო ფაშიზმი, მისი დეჰუმანიზირებული და სექტანტური ხასიათიდან და ფსიქოზის ინსპირაციიდან გამომდინარე.
ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენებული ხელოვნური პარკი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას მოიცავს, სხვადასხვა სახეობის ფრინველითა და ხეების სახეობებით არის წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა გადაშენების პირასაა და “წითელი წიგნის” ნუსხაში არიან შეყვანილნი”, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.