მედია: რუსეთის ვერტმფრენები თურქეთ-სომხეთის საზღვარზე პატრულირებენ
რუსეთის თვითმფრინავები გიუმრის სამხედრო ბაზიდან უკვე რამდენიმე დღეა, სომხეთ-თურქეთის საზღვართან პატრულირებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველებზე დაყრდნობით სომხური მედიის ნაწილი და რიგი ტელეგრამ-არხი ავრცელებს.
აღინიშნება, რომ პატრულირება თურქეთის მთავრობის განცხადებას უკავშირდება, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მხარდაჭერას ბაქოს უცხადებს.
გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში გამოეხმაურნენ, სადაც აღნიშნეს, რომ არავითარი პატრულირება არ მიმდინარეობს. მათი თქმით, მიმდინარეობს გეგმური მასშტაბური სწავლება.