აშშ-ში მორიგი დღიური რეკორდი დამყარდა – 67 ათასზე მეტი ინფიცირებულია

აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 67 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამურად, ქვეყანაში უკვე 3 431 574 ინფიცირებულია.

აღნიშნული ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 900 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 136 466 ლეტალური შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება 1 049 098-მა პირმა შეძლო.

რაც შეეხება მსოფლიოს სტატისტიკას – “კოვიდ19” 13 323 530 ადამიანს აქვს დადასტურებული, 13 323 530 პირი გარდაიცვალა, 7 399 310 კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები