შვედი მეცნიერი: კორონავირუსის უსიმპტომო მატარებლები არ არსებობენ
ბერნის უნივერსიტეტის იმუნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, საპატიო პროფესორის, მიკრობიოლოგის, ბედა შტადლერის აზრით, “კოვიდ-19”-ის უსიმპტომო მატარებლები არ არსებობენ, მსოფლიოში კი ვირუსთან ბრძოლაში შეცდომები იქნა დაშვებული.
მისი კვლევა აშშ-ის მედიცინის აკადემიის პორტალმა გამოაქვეყნა.
მეცნიერის თქმით, ე.წ. უსიმპტომო მატარებლები არ არსებობენ, უბრალოდ, ასეთ ადამიანებს, ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობას, რომლებიც რისკჯგუფში არ არიან, დაავადების მიმართ იმუნიტეტი აქვთ.
შტადლერის განცხადებით, საქმე ისაა, რომ კორონავირუსის ტესტებს არ შეუძლიათ იმის დადგენა, ცოცხალია თუ არა ვირუსი ან განადგურებულია თუ არა იგი იმუნური სისტემის მიერ და, ჯამურად, ის აქტიურ დაავადებად შეიძლება, მიიჩნიოს “ვირუსის მცირედი განადგურებული ნამსხვრევები”.
“ყოველდღიური ინფორმაციები ახალი დაავადებულების შესახებ მხოლოდ ვირუსულ ნაგავს უკავშირდება. ე.წ.უსიმპტომო მატარებლებში ვირუსი უკვე დამარცხებულია და მათ დაავადების გადადება არ შეუძლიათ”, – ამბობს შვედი მეცნიერი.
მისივე თქმით, მსოფლიოში ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე შეცდომა იქნა დაშვებული. ასე, მაგალითად, Sars-CoV-2 – მთლიანად ახალი ვირუსი არ არის, ის სეზონურ ვირუსს ჰგავს, რომელიც მუტაციას განიცდის და ზაფხულში ქრება.
მაგალითის სახით მეცნიერს გერმანელი კოლეგების კვლევა მოჰყავს, რომლის მიხედვით, ბერლინის მოსახლეობის 34%-ს, რომელიც ვირუსით ინფიცირებული არ ყოფილა, შეძენილი იმუნიტეტი აღმოაჩნდა, რომელზედაც Т-უჯრედები პასუხობენ. მისი განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული უჯრედები Sars-CoV-2 მსგავსი სტრუქტურის აღმოჩენის შედეგად მათ ებრძვიან.
პროფესორი მიიჩნევს, რომ ვირუსი შესაძლოა, ზამთრის სეზონზე დაბრუნდეს, მაგრამ “ეს მეორე ტალღა არ იქნება, მას სეზონური ხასიათი მიეცემა”.