ირაკლი კობახიძე: პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განგვიხილავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ განხილული არ ყოფილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი, ამას თვითონ ივანიშვილი გადაწყვეტს.

„ის არის პირველი ნომერი პარტიაში, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ასეთ რამეს გადაწყვეტს, ის იქნება პირველი ნომერი. ვნახოთ, პროცესი გაგრძელდება. სიის ნუმერაციის საკითხი ჯერ არ განგვიხილავს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები