სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 33 ათასს გადააჭარბა

სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის ​ 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ რესპუბლიკაში 33 005 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს 11 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 592 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთან, კლინიკებიდან გაწერილია 21 348 პირი, მკურნალობას 10 996 ადამიანი აგრძელებს.

სომხეთში შექმნილი ეპიდვითარების გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 12 აგვისტომდე გაახანგრძლივეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები